06:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 18:44:49, 2057 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: როგორიც არ უნდა იყოს პერსონალური შემადგენლობა, სასამართლო სისტემა გაჯანსაღებულია

„ვფიქრობთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს პერსონალური შემადგენლობა, სისტემა არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ამას მოწმობს, მათ შორის, სტატისტიკა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე  მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მიმდინარე პროცესის კომენტირებისგან თავი შეიკავა, თუმცა, სასამართლო კორპუსში არსებული მდგომარეობა შეაფასა:

„მე შეგნებულად არ ვაკეთებ ხოლმე კომენტარს სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და მათ მიერ არის მისაღები გადაწყვეტილებები მოსამართლეთა განმწესებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, სასამართლო კორპუსში არსებულ მდგომარეობას, არის ძალიან ბევრი ძველი მოსამართლე. აქ ორი ალტერნატიული გზა არსებობდა, ერთი გზა არის ის, რომ განახორციელო ტოტალური წმენდა, რაც 2004 წლიდან ძალიან ცუდად გვახსოვს, მეორე ვარიანტი ის არის, რომ სისტემა გააჯანსაღო შინაარსობრივად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს პერსონალური შემადგენლობა, სისტემა არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ამას მოწმობს, მათ შორის, სტატისტიკა, რომელიც არის ფუნდამენტურად შეცვლილი ყველა სფეროში - ეს არის სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი და სამოქალაქო სამართალი. სისტემა არის გაჯანსაღებული. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ბოლო წერტილი ამ რეფორმის, რეფორმა უნდა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში, ჩვენ შედეგად უნდა მივიღოთ ევროპული ტიპის სასამართლო სისტემა საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics