19:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 18:00:32, 2352 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა მსოფლიო
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კომერციის მდივანს შეხვდა

საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის კომერციის მდივანმა უილბურ როსმა ისაუბრეს.

შეხვედრაზე საქართველოში არსებულ დადებით ბიზნესგარემოზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე გამახვილდა ყურადღება. ასევე ითქვა, რომ ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში პოზიტიურ პოზიციებს იკავებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესწრეების ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

კომერციის მდივანთან შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიების მონაწილეობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და სასტუმრო ბიზნესით ამერიკული კომპანიების დაინტერესებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ძალისხმევისადმი - გარდაიქმნას ბიზნესის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონულ ცენტრად.

პრემიერ-მინისტრმა უილბურ როსს მადლობა გადაუხადა იმ პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომელიც კომერციის დეპარტამენტს წლების მანძილზე საქართველოსთან აკავშირებს.

ვაშინგტონში, კომერციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics