07:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 10:53:21, 306 ნახვა

პოლიტიკა
მარტინ ლიდეგორდი: რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხის გადწყვეტას არ უნდა ველოდოთ

„რიგის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხის გადწყვეტას არ უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულებაში მოცემული მთელი რიგი საკითხები უნდა შესრულოდეს, საბოლოოდ კი, ევროპა გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის, ეს თავად ამ ქვეყანაზეა დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა რიგის სამიტზე საქართველოს ევროპერსპექტივის საკითხი არ გადაწყდება. ეს ძალიან ადრეა ამ პერიოდისთვის, რადგან მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჩამოწერილია ხელშეკრულებაში, უნდა იყოს შესრულებული. იქ არის ნათელი წესები და საბოლოოდ ევროპა გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის, ეს თავად საქართველოზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაატარებს ის რეფორმებს. მაგრამ, რიგის სამიტზე, ძალიან ადრეა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას ველოდოთ“, - განაცხადა ლიდეგორდმა.

მას შეკითხვა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ვიზა-ლიბერალიზაციას. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება ევროკავშირის კარის გახსნა ქართველი ხალხისთვის. აღნიშნული პროექტი უკვე განხორციელდა მოლდოვაში და იმედი მაქვს იგივე მოხდება საქართველოში. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება იმ ანგარიშზეა დამოკიდებული, რომელიც უნდა მომზადდეს. დღეს ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ იმედი, რომ ეს ანგარიში იქნება დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics