07:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 10:45:10, 401 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: რიგის სამიტამდე მინისტრების ვიზიტი საქართველოსადმი სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მარტინ ლიდერგორდს, გჟეგოჟ სხეტინას  და მარგოტ ვალსტრომს შეხვდა. 

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ბერუჩაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრების ეს ერთობლივი ვიზიტი თბილისში საქართველოსადმი, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნისადმი სოლიდარობის კიდევ ერთი  გამოხატულებაა, განსაკუთრებით მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის წინ.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების , შვედეთისა და პოლონეთის მინისტრების და მათთან ერთად დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი.  მარტინ ლიდერგორდს ჩვენ დიდი ხნის მეგობრად მივიჩნევთ. 1 წლის განმავლობაში იგი უკვე მესამედ სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მისასალმებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების დუეტს დღეს დანიაც შეემატა. ერთობლივი ვიზიტი ნათელი დასტურია, რომ ეს ქვყენები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, იზიარებენ საქართველოს ძალისხმევას , რომელიც წარმატებული თანამშრომლობის კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტურებული“, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა. 

მისივე თქმით, შეხვედრისას  განხილვის მთავარი თემა  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რიგის სამიტისთვის მზადება იყო.   

„ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერისა და მისი დროებითი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან და წევრ ქვეყნებთან სრულიად ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა. ხელშეკრულების განხორცილეების პროცესში კი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სოციალურ, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში, რამაც მომავალში ევროკავშირში ინტეგრირების მტკიცე საფუძველი უნდა შექმნას. 
ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება ჩვენ საერთო ინტერესებშია. ჩვენ მადლიერი ვართ დანიის, პოლონეთის და შვედეთის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების მხარდაჭერისთვის და ასევე იმ დაგეგმილი ახალი პროექტებისა და პროგრამებისთვის. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველო პრიორიტეტული ქვეყნის სტატუსით სარგებლობს ამ ქვეყნებთან რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სამივე ქვეყანას ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის და იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მალე შეუერთდებიან მათ რიგებს. ჩვენის მხრივ, მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისა და რიგის სამიტზე კონკრეტული პროგრესის წარმოჩენისთვის“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics