|
2017-05-11 11:39:06, 2198 ნახვა
მსოფლიო
ჯეიმს კომი: არ ვიფიქრებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე - მე კარგად ვიქნები, თუმცა FBI მომენატრება
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმ ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მისი პოსტიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. მან შესაბამისი შინაარსის წერილი გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანია Fox News-მა გაავრცელა. როგორც კომის წერილშია ნათქვამი, დონალდ ტრამპს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება საფუძვლიანი მიზეზის გარეშე შეეძლო. მე დიდი ხნის განმავლობაში მივიჩნევდი, რომ პრეზიდენტს შეუძლია გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება ნებისმიერი მიზეზით ან საერთოდ მიზეზის გარეშე. მე არ ვაპირებ დროის ხარჯვას და იმაზე ფიქრს, თუ რატომ მიიღო პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება. იმედია არც თქვენ იფიქრებთ ამაზე. კარგად ვიქნები, თუმცა მომენატრებით თქვენ (FBI-ის თანამშრომლები) და ჩვენი საერთო საქმე. ადრე მითქვამს თქვენთვის, რომ რთულ პერიდში, ამერიკის ხალხმა უნდა ნახოს, რომ FBI ძლიერი, გულრწფელი და დამოუკიდებელი ორგანოა. ძალიან რთულია იმ ხალხის დატოვება, ვინც ერთგულად ასრულებს თავის საქმეს. იმედი მაქვს, რომ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი ღირებულებებისა და ამერიკელი ხალხის დაცვის მისიის შესრულებას. თუ ამას გააკეთებთ, როდესაც მოგიწევთ პოსტის დატოვება ასევე დამწუხრებულებიც იქნებით, მაგრამ ამერიკელი ხალხი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. თქვენთან მუშოაბა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო. მადლობა ამისთვის", - წერს FBI ყოფილი დირექტორი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომეი ტანამდებობიდან გაათავისუფლეა. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, გათავისუფლების მიზეზი, კომის მიერ ბიუროს არაეფექტური მართვაა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)