|
2017-05-11 11:19:22, 1821 ნახვა
კომენტარი
„სასამართლო რეფორმის რამდენი ტალღაც არ უნდა მივიღოთ, პრობლემები სულ იარსებებს, რადგან გვყავს ჩინჩალაძე და მურუსიძე“
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელლმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, სასამართლოში უამრავი პრობლემა არსებობს და ნდობა საკმაოდ დაბალია. როგორც გიგაურმა აღნიშნა, რამდენი რეფორმის ტალღებიც არ უნდა გატარდეს, თუკი სასამართლოს სახეები იქნება ორი ოდიოზური ფიგურა ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს პრობლემები. "ჩვენ ერთის მხრივ საზოგადოებას რა თქმა უნდა წარვუდგენთ ჩვენს შეფასებას, ყველა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოში გვაქვს. ცხადია, ჩვენ გვაქვს იმ პრობლემების გადაჭრის გზები და ცხადია, დღევანდელი ფორუმი ზუსტად ამას ეძღვნება. მეორეს მხრივ ჩვენ ჩვენს შეფასებაში ვამბობთ, იმას რომ, გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა სასამართლო სისტემაში და მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საქმეებში, შეიძლება გაუმჯობესება გვქონდეს მაინც, ნდობა ძალიან დაბალია ჩვენ საზოგადოებაში. დრეს ჩვენ ვერ ვახერხებთ სასამართლო სისტემაში დაინიშნონ ღირსეული კანდიდატები და მოსამართლეები, დრეს მაინც სასამართლო სახეებათ გვევლინებიან ბატონი მურუსიძი და ჩინჩალაძე და ისინი უვადოდ ინიშნებიან. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რამდენი რეფორმის ტალღებიც არ უნდა მივიღოთ ჩვენ, თუკი სასამართლოს სახეები მაინც იქნებიან ეს ორი ოდიოზური ფიგურები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა", - განაცხადა ეკა გიგაურმა. შეგახსენებთ, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ საჯარო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც სასამართლო სისტემის გამოწვევებს და რეფორმებს ეძღვნება. ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის საკითხების უკეთ გააზრებას, მათ შორის ხელისუფლების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების, პრაქტიკოსი იურისტების ჟურნალისტების მონაწილეობით.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)