06:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 15:25:32, 2016 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ს ლარით დენომინირებული პირველი ევრობონდების გამოშვება პოზიტიურად შეაფასა

EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები, აღნიშნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს ჩვენი კომერციული ბანკების მეშვეობით ლარში დააფინანსოს საქართველოს ეკონომიკა, რაც მნიშვნელოვანია საკითხია,  - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ფილიპ ბენეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე, რისკების მართვის საკითხში ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს ის პროექტები, რომელიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. 

„ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს, ჩვენი 4-პუნქტიანი განვითარების გეგმა და 4-წლიანი სტრატეგია, რომელიც შემუშავებული აქვს ბანკს საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ერთი მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციები 200-ზე მეტ პროექტში, 3 მილიარდზე მეტია.  მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები, ძირითადად, კერძო სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მხოლოდ გასულ წელს, ბანკმა 17 პროექტში, 250 მლნ-ის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, EBRD-ი ძალიან აქტიური იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც კერძო სექტორის განვითარების, ისე იმ რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით.  „თქვენ იცით, რომ 2014 წელს, ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ლარით  დენომინირებული ფასიანი ქაღალდები ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა, ახლახან კი პირველად, გამოვიდა EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ  EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, რომელიც წელს კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში მიმდინარეობს, 11 მაისს, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გაიმართება სპეციალური სესია, რომელზეც დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის გამოსვლა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics