|
2017-05-10 15:10:27, 2350 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა/ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ ბენეტმა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა განიხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში მოეწყო. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც მის ფარგლებში ხორციელდება. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ნდობას უცხადებს აღნიშნულ პოლიტიკას, რაც აისახა ბანკის 2016 წლის დეკემბერში მიღებულ სტრატეგიაში საქართველოს შესახებ. აღნიშნული სტრატეგია ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას, მის მიზნებსა და ამოცანებს. მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა. აღინიშნა, რომ ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რაც ჯამურად 3 მლრდ ევროს მოცულობის 200 პროექტს წარმოადგენს. ბანკი წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საბანკო სექტორი, სოფლის მეურნეობა და სხვა. ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს კერძო სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. შეხვედრაზე აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)