|
2017-05-10 14:30:10, 2025 ნახვა
სამართალი კომენტარი
შს მინისტრის მიმართვა საზოგადოებას: დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის და უსაფრთხოებისთვის
„დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის და უსაფრთხოებისთვის“,-ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებას კონფერენციაზე, რომელიც გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულის აღსანიშნავად გაიმართა. მღებრიშვილის თქმით, მისთვის დასავლური ღირებულებები სწორედ ასეთი შეგნებიდან იწყება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა ადამიანი ამ სულისკვეთებას გაიზიარებს: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმყოფები ამ კონფერენციაზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ტკივილს და პრობლემას ეხმაურება. ამ პრობლემის გარშემო გაერთიანდა დღეს 100-ზე მეტი ქვეყანა და მოსახლეობას ერთმანეთის მოფრთხილებისკენ მოუწოდა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკენ ჩვენი და არამარტო ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ამავე იდეას ემსახურება შსს-ში ერთი წლის წინ დაწყებული კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. ჩვენი კამპანიის ფარგლებში, ამჟამად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული მიმდინარეობს, რომელიც უერთდება გაეროს გლობალურ ინიციატივას შეანელე. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ბრძოლაში, დიახ, მე ამას ბრძოლას დავარქმევ, თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლაში ყველა ერთიანი ვართ, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა სახის კუთვნილებისა. ასე ერთსულოვანი საამოქალაქო და სახელმწიფო სექტორი დიდი ხანია არ ყოფილა. ეს ყოველი ჩვენთაგანისთვის ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, რათა მაქსიმალურად მეტი გავაკეთოთ. სამინისტროში მოსვლისთანავე, ჩემი პირველი გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ თემას უკავშირდებოდა. არსებული ვითარების შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, იურისტებს სიტუაციის გასაუმჯობესებლად შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დავავალე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მომზადდა და პარლამენტმა გაიზიარა სამინისტროს ინიციატივათა პაკეტი. მოხარული ვარ, რომ ეს ცვლილებები 1 ივლისიდან ამოქმედდება. ეს არის ქმედითი საპარლამენტო ბერკეტების ერთობლიობა, რომელიც წარმატებულ დასავლურ პრაქტიკას ეყრდნობა. შემოდის ისეთი რეგულაციები, რომელიც ადამიანის ქცევის რეალურ ცვლილებას გამოიწვევს. ეს არის ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულირება, გამკაცრებული ადმინისტრირება. შესაძლოა არაპოპულარული გზით მივდივართ, მაგრამ ესაა გზა, რომელიც ყველაზე მთავარს-ადამიანის სიცოცხლეს ემსახურება და ვფიქრობ, ეს ამად ღირს. ყველა იმ ადამიანის გვერდით ვარ და ვიქნები, ვინც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საქმეში თუნდაც მცირე წვლილს შეიტანს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს ის გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიმოქმედოთ. ასე რომ, დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის და უსაფრთხოებისთვის. ჩემთვის დასავლური ღირებულებები სწორედ ასეთი შეგნებიდან იწყება და იმედი მაქვს, ყველა ამ სულისკვეთებას გაიზიარებს“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)