04:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 13:43:37, 1851 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება არსებული ვითარების არასწორი გააზრებიდან გამომდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა „თბილისის სტრატეგიული დისკუსიის" ფორმატში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ დიპლომატებს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან მიმართებაში უსაფრთხოების ახალი სისტემის ხარვეზებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

გიორგი მარგველაშვილმა ახალი საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად გაუქმებულ უშიშროების საბჭოს როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებების შემუშავებამდე უშიშროების საბჭოს მიმართ დამოკიდებულებები გამოიხატებოდა, როგორც საჯარო განცხადებებში, ასევე ამ ორგანოს მუშაობის მიმართ ღია ბოიკოტში, ასევე პარალელური სტრუქტურის, უსაფრთხოების საბჭოს შექმნაში.

პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ვითარების პოზიტიური განვითარება და კოორდინირებული მუშაობა შესაძლებელი იყო, თუ იქნებოდა პოლიტიკური ნება,

მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის პროექტში დღეს უკვე მოშლილია კონსტიტუციური ორგანო - უშიშროების საბჭო.

„რეალურად ის ორგანო, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც ჯარის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, ასევე სერიოზული გამოწვევების მიმართ მზადყოფნას, ფაქტობრივად გამქრალია კონსტიტუციიდან და ჩანაცვლებულია, ერთის მხრივ თავდაცვის საბჭოთი, რომელიც მხოლოდ ომიანობის დროს ფუნქციონირებს, ხოლო მეორე მხრივ ლოზუნგით - საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტში ამ ცვლილებების შეტანით გამოიხატება უსაფრთხოების საკითხების მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება.

 „შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს არის -  უშიშროების საბჭო პრეზიდენტისაა, ამიტომ მოდი გავაქროთ და გავაძლიეროთ სხვა სტრუქტურები.

უსაფრთხოების და ქვეყნის თავდაცვის ნაწილში ჩვენ არ უნდა გვქონდეს პოლიტიკური მიკერძოებულობა, არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ინდივიდების, ან ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოწონება არ მოწონებაზე. თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ იმ ვითარებას, რომელშიც საქართველო ამ ეტაპზე იმყოფება, ჩვენ დავინახავთ , რომ გამოწვევები ქვეყნის წინაშე, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით ძალიან სერიოზული“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მაშინ როცა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რუსული ოკუპაცია, როცა 2008 წელთან შედარებით გაუარესებულია უსაფრთხოების გარემო რეგიონში - უკრაინაში და სირიაში მომდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს როლი, იმ ორგანოს როლი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს რეაგირებას საქართველოს მიმართ არსებულ ვითარებაზე არის გადამწყვეტი. უშიშროების საბჭო, გარდა იმისა, რომ რეაგირებს კრიზისებზე, მოწოდებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი კოორდინირებული იყო უშიშროების საბჭოსთან. ამ თვალსაზრისით, მომავალი კარდინალური ცვლილებები კონსტიტუციაში, ბუნებრივია, უმაღლეს დონეზე, ფორმალურად უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან ნატო-ში.

 პრეზიდენტს გაუგებრად მიმაჩნია უშიშროების საბჭოს გაუქმება არსებული რეალობიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე და აცხადებს, რომ ეს ვითარების არასწორი გააზრებიდან გამომდინარეობს.

 „მიმაჩნია, ვითარების არასწორი გააზრებაა, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ის მთავარი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო ძალების განვითარებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო კონტროლს შეიარაღებულ ძალებზე და ასევე უზურუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილების მიღებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებთან მიმართებაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციების შემცირების ნაწილშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავარსარდლის ფუნქციები პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალურად აქვს დატოვებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics