2017-05-10 13:35:44, 2285 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ისრაელის მთავრობას პალესტინელების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ისრაელის მთავრობას პალესტინელების დისკრიმინაციასა და რასისტულ მოპყრობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ერდოღანმა თურქებს მოუწოდა, პალესტინის ტერიტორიაზე ხშირად ჩავიდნენ და ამით პალესტინელების მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.
ერდოღანის თქმით, ყველა მუსლიმის ვალია, მოძმე ერს მხარში დაუდგეს.
Anadolu-ს ცნობით, იერუსალიმში ყოველ წელს, ტურისტული მიზნით, თურქეთის 26 ათასი მოქალაქე ჩადის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან