06:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 10:02:41, 2192 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია: დაისჯება ყველა ის ადამიანი ვისი წვლილიც დადასტურდება

დაისჯება ყველა ის ადამიანი ვისი წვლილიც დადასტურდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედურ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახეზეა ტექნოლოგიური კატასტროფა.  

„პირველ რიგში რაც გაკეთდება, ეს იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ცხადი, ყველასთვის ნათელი გამოძიება, იმ ფაქტების დადგენა თუ რა მოხდა, რატომ მოხდა. მეორე რაც გაკეთდება რა თქმა უნდა დაისჯება ყველა ის ადამიანი ვისი წვლილიც დადასტურდება და ეხლა რაც მთავარია უნდა მივხედოთ მდგომარეობას რაც აქ არის და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება შემდგომ. დღეს რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ტექნიკური, ასე ვთქვათ ტექნოლოგიური კატასტროფა და დიდი ტრაგედია. თანაგრძნობას ვუცხადებ კიდევ ერთხელ თითოეულ ტყიბულელს და მეშახტეს. ჩვენ სახეზე გვაქვს ტრაგიკული მოვლენა. გპირდებით, რომ გამოძიება იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოების  წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics