2017-05-09 20:16:36, 2157 ნახვა
სამართალი
შსს-მ მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები და სამართალდამცველები. ასევე თბილისიდან ტყიბულისკენსამაშველო სამსახურის დამატებითი ჯგუფი მიემგზავრება.
არსებული ინფორმაციით, მინდელის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან