2017-05-09 18:41:11, 2234 ნახვა
სამართალი
ხურვალეთთან „თავისუფალი ზონის“ წევრი დააკავეს
ხურვალეთთან არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრი ონისე გერგედავა დააკავეს.
გერგედავა საგზაო ნიშნის კონსტრუქციაზე აძვრა და წარწერები „ოკუპირებული შიდა ქართლი და „რუსეთს რა“ გააკრა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ტრაფარეტიდან ჩამოსვლის შემდეგ, გერგედავა პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას და ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან