04:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 14:25:40, 2212 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: ყველანი ვიამაყებთ, რომ გვაქვს ხალხის ინტერესებზე გათვლილი და არა ერთ ადამიანზე მორგებული კონსტიტუცია

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ  პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ცვლილება ხორციელდება არა რომელიმე კონკრეტული პერსონის გამო, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელიდან გამომდინარე.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო  მმართველობისას, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო უნდა გაძლიერდეს და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები ამ მოდელთან შეუსაბამობაშია:

 „რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ამ მოდელის კონსტიტუციაშიც ის უფლებამოსილება, რაც წინა ხელისუფლებამ დაუტოვა კონსტიტუციით პრეზიდენტს, როდესაც სუპერ ძლიერი პრემიერის მოდელი შექმნა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეასუსტა, შეუსაბამოა დღეს არსებული უფლებამოსილებების თავლსაზრისით პირდაპირი არჩევის წესთან. მით უფრო, როდესაც ჩვენ ამ ცვლილებებს ფრაგმენტულად კი არ უნდა შევხედოთ, უნდა შევხედოთ იმ მოდელში, რასაც ჰქვია საპარლამენტო რესპუბლიკა. თუ ვამბობთ, რომ ქვეყანა საპარლამენტო  ძლიერ მმართველობაზე გადავიყვანოთ, რაც ნიშნავს სწორედ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს გაძლიერებას, აქ სწორედ პირდაპირი არჩევნები არაა შესაბამისობაში ამ მოდელთან. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ პერსონებზე, არ ვსაუბრობთ სახელსა და გვარზე, ვამბობთ სისტემაზე, რომელიც უნდა მოერგოს საპარლამენტო მოდელს. შესაბამისად, იმ სისტემაში უნდა დავინახოთ პრეზიდენტის ფუნქცია. მე ვერ გავიზიარებდი, რომ პრეზიდენტს ერთმევა უფლება“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. მან არ გაიზიარა მოსაზრება, რომ პრეზიდენტს უფლებები ერთმევა, თუნდაც ომის გამოცხადების დროს. უბრალოდ, ბესელიას შეფასებით, ასეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების  მიღების პროცესში კოლეგიური ორგანო უნდა იყოს ჩართული:

„ძალიან ბევრ თქვენთაგანს ახსოვს საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს რაც მოხდა 2008 წელს. მაშინ ექსპერტებმა დასკვნა დაწერეს, რომ მოხდა პარლამენტისთვის დაგვიანებით მიმართვა, როცა პარლამენტს უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება.  ჩვენ გვახსოვს ასეთი წარსული და არსებობს სხვა ტიპის რისკებიც, ამიტომ ეს წესი აზღვევს ასეთი რისკებს. ყოველთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა იყოს დანახული სისტემურ ჭრილში  და გადაწყვეტილების მიღების პროცესში კოლეგიური ორგანო უნდა იყოს ჩართული.  აქ ვერ ვხედავ დასუსტებულ რგოლს, ვხედავ სისტემურად დანახულ ახალ ცვლილებას“,-აღნიშნა ბესელიამ.

რაც შეეხება საკითხს, სუსტდება თუ არა საპრეზიდენტო მმართველობა, ბესელიას განმარტებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის  მთავარი არგუმენტი  ის არ არის, რომ ხალხი ოდიოზურ ფიგურას აირჩევს. ბესელიას თქმით, აქ საუბარია ახალ სისტემაზე გადასვლაზე. ესაა-ეფექტური მთავრობა, ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო, ზეპარტიული პრეზიდენტი.

„ჩვენ ვაძლიერებთ საპარლამენტო მოდელს. ჩვენ არ გვითქვამს რომ მთავარი არგუმენტი არის ის, რომ  ხალხი ოდიოზურ ფიგურას აირჩევს, ჩვენ ვენდობით ხალს, ჩვენ  გენდობით თქვენ, ვიცით, რომ ხალხი გონივრულ არჩევანს  აკეთებს, ვამბობთ, რომ ახალ სისტემაზე გადავიდეთ, რომელიცაა  ადამიანის ღირსებაზე აგებული, სადაც გვაქვს ეფექტური მთავრობა, ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო, ზეპარტიული პრეზიდენტი. ეს არის მოდელი, რომელიც კონსტიტუციას გახდის ისეთს, რომ  ყველანი ვიამაყებთ, რომ გვაქვს კონსტიტუცია, არა ერთ ადამიანზე მორგებული, არა ერთ პოლიტიკურ გუნდზე მორგებული, არამედ ხალხის ინტერესებზე, სისტემაზე, ქვეყნის მომავალზე გათვლილი დოკუმენტი, რომელსაც მჯერა მხარს დაუჭერთ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ ზუგდიდში მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics