17:35 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 10:49:26, 1868 ნახვა

კომენტარი
გოგა რაზმაძე: მჯერა, ყველა მძღოლი, ვინც ქუჩებში გადაჭარბებული სიჩქრით მოძრაობს, ავტოდრომზე გადმოინაცვლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შოთა აფხაზავამ, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის და გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულის ფარგლებში, რუსთავის ავტოდრომზე მძღოლებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ის მძღოლები, რომლებსაც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა აქვთ მიღებული.

"ღონისძიების ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას მოსდევს, მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბებას.
„როგორც იცით, შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მოგეხსენებათ, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახეა  შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ს წევრი, ძარიანი ავტომობილებით რბოლაში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი  დათა ქაჯაია. იგი პროფესიონალი მრბოლელია და სარბოლო ტრასაზე უმაღლესი სიჩქარის განვითარება მისი პროფესიაა. თუმცა, რეალურ ტრასაზე ის კანონმორჩილი მძღოლია.  მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ყველა  მძღოლი, ვინც ქუჩებში გადაჭარბებული სიჩქრით მოძრაობს, ავტოდრომზე გადმოინაცვლებს და ადრენალინს აქ დახარჯავს. ყველას უსაფრთხო და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილე მძღოლებს საჩუქრად ავტოდრომით სარგებლობის აბონემენტი გადაეცათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics