04:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 18:08:46, 1928 ნახვა

სამართალი
მსუბუქი ეკონომიკური დანაშაულისთვის ბრალდებულს შესაძლოა, წინასწარი პატიმრობა აღარ შეეფარდოს

ნაკლებად მძიმე კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულის შემთხვევაში, შესაძლოა,  ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აღარ შეეფარდოს.  აღნიშნულს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები  ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რომან გოცირიძე და ნიკანორ მელია არიან.

კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად,  ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს  პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა,  როდესაც არსებობს  მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების, ან  განაჩენის აღსრულების საფრთხე. ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის პირის ბრალდებულად  ცნობის შემთხვევაში,  ბრალდებულს აღკვეთის  ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა.

კანონპროექტის მიხედვით, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებია: ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით, მოპოვებული ნივთის შეძენა/ ან გასაღება, ნივთის დაზიანება, განადგურება, ნივთის დაზიანება/ ან განადგურება გაუფრთხილებლობით, საავტორო მომიჯნავე უფლების მფლობელისა და  მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა, სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა, მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა, ცრუ მეწარმეობა, ფულის გათეთრება, უკანონო შემოსავლის  ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა/ ან გასაღება, სასაქონლო ნიშნის/ ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენება, ფალსიფიკაცია, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა-გასაღება, ეკომარკით უკანონო სარგებლობა, მარკირებას დაქვემდებარებული  აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია/ან გადაზიდვა, ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება/ ან და გამოყენება, აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, ყალბი რეკლამა, მონიტორინგს დაქვემდებარებული კონკრეტული გარიგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტის ან გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების არსებობის ფაქტის გახმაურება, პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას, ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას, მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი, კრედიტის უკანონოდ მიღება, ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა, საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობა, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევა, საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა, მომხმარებლის მოტყუება.

„ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში, ჩვენ უკვე მე-8 კანონპროექტი შემოვიტანეთ. ეს ითვალისწინებს  მსუბუქ და ნაკლებ მძიმე  დანაშაულებზე წინასწარი პატიმრობის აკრძალვას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს ეს ნორმა. ჩვენ ავიღეთ საუკეთესო  საერთაშორისო გამოცდილება  და ზოგიერთი სახის დანაშაულების  შემთხვევაში, სანამ სასამართლო არ დაადგენს, ადამიანი არ უნდა დააპატიმრო. იჭერენ ბიზნესმენებს, ნადგურდება ბიზნესი და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, სულაც არ აღმოჩნდეს დამნაშავე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე  აღკვეთის ღონისძიების სახით ამნაირი ადამიანების დაპატიმრება არ შეიძლება. ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი და მიგვაჩნია, ამით მოხდება უფრო ბიზნესის წახალისება,  სასჯელის ჰუმანიზაცია და ჩვენ დავადგებით არა აი ამ სასტიკი სამართლის აღსრულების გზას, არამედ იმ  ცივილიზებულ გზას, რომელიც საბოლოო ჯამში არის სამართლიანიც და ხელს უწყობს ბიზნესის  განვითარებას და არ ერევა უხეშად ბიზნესის საქმიანობაში, არ იწვევს ბიზნესების დახურვას იმის გამო, რომ  მათი მენეჯერები, ან მესაკუთრეები იმყოფებიან  წინასწარ პატიმრობაში სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე“,-განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა  რომან გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics