04:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 17:52:42, 2196 ნახვა

სამართალი საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ ვეტერანთა აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევა აღიარა

2011 წლის 3 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საპროტესტო აქციის მონაწილე პირთა სახელით ერთობლივი საჩივრით მიმართეს. 2017 წლის 4 მაისს  ევროპულმა სასამართლომ  ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა.

საჩივარი ეხება 2010 წლის 27 დეკემბრიდან, 2011 წლის 3 იანვრის ჩათვლით თბილისში, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე  მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

 აქციის ორგანიზატორები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი ვეტერანები იყვნენ, რომლებიც ვეტერანთათვის დაწესებული სოციალური შემწეობების ოდენობის მკვეთრ შემცირებას აპროტესტებდნენ.  2011 წლის 4 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომჩივნები წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნეს და ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრეს.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია სასამართლოსგან მოითხოვდა დაედგინა მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

2015 წლის პირველ ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლებთან მიმართებით.

2016 წლის 3 მაისს საქართველოს მთავრობამ, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნებს საქმის მეგობრული მოგვარებით დასრულება შესთავაზა.

საქართველოს მთავრობამ  მომჩივნების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და შეკრების უფლების დარღვევის გამო  კონვენციის მე-3 (პროცედურული ნაწილი) და მე-11 მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო. 

მომჩივნები საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ. მიღწეული მორიგების საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო საჩივარი „ასათიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics