17:51 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 18:49:29, 512 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე პიტერ ჰარშს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის სან-დიეგოს  პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელი, პიტერ ჰარში ესტუმრა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამერიკელ ექიმს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან ერთად შეხვდა და პროტეზირების პროგრამის შესახებ ესაუბრა.

მინდია ჯანელიძემ პიტერ ჰარშს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სამხედრო მოსამსახურეებს ულტრა-თანამედროვე პროთეზები აქვთ. მინდია ჯანელიძემ ყურადღება  დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ სამსახურს და კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრაზე მინისტრმა საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა პროგრამის წარმატებით განხორციელების საქმეში.

მინისტრთან შეხვედრაზე საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელმა დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი განიხილა.

დღესვე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში პიტერ ჰარშმა, გერმანული კომპანია „Ottobock“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეებიც მოინახულა. ექიმი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობას გაეცნო. 

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროსა და  ამერიკულ კორპორაციას „Peter Harsch Prosthetics“ შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურებით,  გერმანული კომპანია „Ottobock“-ის მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები დაუმზადდათ (მიოელექტრო ხელის პროთეზები და ბიონიკური X-3 მუხლის პროტეზები);  კონტრაქტის თანახმად, პროთეზები 12 თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს.

პროგრამაში ჩართულია ISAF-ის, OIF-ის სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებული 19 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics