03:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 14:44:58, 2379 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ჩემთვის ბონუსის სისტემა მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი  მარგველაშვილმა კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე  მანდატების განაწილების წარმოდგენილ წესზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიებისთვის ახალი წესი მიუღებელია და ასევე ეწინააღმდეგებიან საარჩევნო ბლოკების აკრძალვას. მარგველაშვილის შეფასებით, მათი პოზიციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია:

„არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ ჩვენთან თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მივიდნენ ერთიან ხედვამდე, რა ტიპის საარჩევნო სისტემა უნდა ყოფილიყო. ჩვენ უნდა გვქონოდა რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს იყო ის საპარლამენტო ინიციატივა, რომელის დღესაც რეალურია. ჩვენ უნდა გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს ამ კონსტიტუციაში უზრუნველყოფილია, მაგრამ შიგნით არის ჩადებული ისეთი სისტემა, რომელიც ჩემზე და ბევრ ადამიანზე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის სამართლიანი სისტემა. რა არის არჩევნების სამართლიანობის განმსაზღვრელი? ხმა ქმნის ხელისუფლებას და ამ ხმების გათვალისწინება ქმნის დემოკრატიას.5%-იანი ბარიერი ოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემურად მაღალია, შემდგომი ნაბიჯი ბლოკების უარყოფა, მათთვის ესეც მიუღებელია, როცა ამის ლეგიტიმაცია ხდება ისე, რომ ამითი ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს ოპოზიციური პარტიები ხომ არ არიან გასულები მომსახურებიდან, ჰკითხეთ, რა უნდათ, როგორ უნდათ რომ ხელი შევუწყოთ. ჩემთვის მიუღებელია ბონუსის სისტემა. ანუ რაღაცა ზემიზნის, დემოკრატიის პრინციპის, რომ შენი ხმა შენია და შენ გადაწყვეტ ვის მისცემ, ამის მაგივრად სხვისი ხმების სხვებისთვის მიცემა. ჩემთვის მთავარი ღირებულება არის ის ერთი ხმა, რომელიც ამომრჩეველმა საარჩევნო უბანში შემოხაზა“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics