|
2017-05-08 14:07:43, 1974 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრებზე: ამ ხალხმა კონსტიტუცია ჯიბეში ჩაიდო, ისინი მე დავამარცხე, „ოცნებამ“ კი გადაარჩინა
„საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ირმა ინაშვილმა ბათუმის უნივერსიტეტში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში საზოგადოებას მიმართა. ინაშვილმა მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით ცვლილება მწვავედ გააკრიტიკა, ასევე მან ისაუბრა დაბალი საპარლამენტო ბარიერის არსებობის აუცილებლობაზე და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოიყვანა: „ჩვენ გვესმის ძალიან ბევრი მაღალფარდოვანი ფრაზა. მინდა, მკაფიოდ ვთქვა და მივანიშნო იმ საფრთხის შესახებ, რაზეც თქვენ არ საუბრობთ, „ქართული ოცნების“ ლიდერები, საკონსტიტუციო კომისიის ის წარმომადგენლები, რომლებიც დარჩით მარტო ოპოზიციის გარეშე ამ კომისიაში. მე აქ ვარ, როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვების წევრი და დავაკვირდები, როგორ წარიმართება ეს განხილვები და ვიფიქრებ იმაზე, დავრჩე თუ არ დავრჩე ამ განხილვებში. ვფიქრობ, ხალხთან ურთიერთობის უფლება ჩემთვის არავის წაურთმევია და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ახლა იმაზე ვილაპარაკებ, თქვენ რას გვართმევთ ჩვენ, ოპოზიციას. ძალიან კორექტულად საუბრობთ ამ გადასანაწილებელ ხმებზე, თითქოს არაფერი ხდება. ყველა ოპოზიცია ერთხმად ამბობს, რომ არსებობს საფრთხე გადასანაწილებელ ხმებთან მიმართებაში. სრულიად დაუმსახურებლად, პარტია, რომელიც ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, ითვისებს დარჩენილ ხმებს. თქვენ ლაპარაკობდით ერთნიშნა რიცხვზე, მე შეგახსენებთ, რომ ერთნიშნა რიცხვი დაფიქსირდა მხოლოდ 2012 წელს, როდესაც იყო ძალიან რადიკალური დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და სხვა პარტიები პრაქტიკულად არ იყო. დარჩენილი ხმების რა რაოდენობაა სხვა წლებში- 1990 წელს-12%, 1995-ში-63%, 1999-ში-10%, 2004 წელს-23%, 2008 წელს-10%, 2012 წელს ვტოვებ, 2016-ში 19%-ზე მეტი. ასეა გამოქვეყნებული ცესკო-ს საჯარო საიტზე, თუ არის შეცდომა, შეცვალეთ. ვთქვათ გადასანაწილებელი ხმებია 20%, პირველ ადგილზე გასული პარტია მთლიანად იღებს ამ 20%-ს. ეკუთვნის მას ეს 20%?! ამ 20%-ში არის ოპოზიციური პარტიების ის ხმები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, აქ არის ძირითადად ოპოზიციური პარტიის ხმები, რომელსაც პირდაპირ გვეუბნებით, რომ თქვენ იღებთ. რატომ იღებთ? გეკუთვნით ეს ხმები თქვენ? არ გეკუთვნით. თქვენ არ მოდიხართ იმ შემოთავაზებაზე, რასაც ოპოზიცია გთავაზობთ, რომ ეს ხმები გადანაწილდეს თანაბრად ყველა იმ პარტიაზე, რომელიც ბარიერს გადალახვას, ან, მოდით, საერთოდ ნუ შევეხებით დარჩენილ ხმებს და ცვალებადი იყოს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა. არის კიდევ ერთი წინადადება ოპოზიციის მხრიდან, ეს არის ბუნებრივი ბარიერის საკითხი. ვთქვათ, როგორც ჰოლანდიაშია ისე დავაწესოთ, მათ შორის ძალიან პატარა პარტიებს, რომლებთანაც თქვენ გაქვთ მიუღებლობა სრული, მე არ მაქვს მიუღებლობა, თქვენ ამ ახალგაზრდობას ნორმალური, ცივილური, ევროპული პარტიის შექმნის შესაძლებლობას უსპობთ, თუკი თქვენ შექმნით ახალ პარტიას, გარწმუნებთ, იმდენი ბარიერი შეგხვდებათ ამ გზაზე, თუ ისე არ დაიღლებით, როგორც ირმა ინაშვილი, გაჩერდებით. იყოს ბევრი პარტია ქვეყანაში, კონკურენცია ქვეყანაში. თქვენ გვეუბნებით, არ იქნება საარჩევნო ბლოკები, თუ ახალი ტიპის პარტიები არ შექმნიან საარჩევნო ბლოკებს, ვერ გაიმარჯვებენ, გაუჭირდებათ თქვენთან კონკურენცია“,-აღნიშნა ინაშვილმა. მანვე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით წარსულში გადადგმული ნეგატიური ნაბიჯები შეახსენა. „ჩვენ და „ქართული ოცნება“ მტრები არ ვართ. ჩემსა და ამ ბატონებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები) რა დამოკიდებულებაც არის, კარგად იცით. ეს ის ხალხია, ვინც დაღეჭა კონსტიტუცია, ჩაიდო ჯიბეში და დღეს გველაპარაკებიან რაღაც მაღალ იდეალებზე. მე არ გადამირჩენია ეს ხალხი, მე დავამარცხე და „ქართულმა ოცნებამ“ გადაარჩინა, იმიტომ სხედან სცენაზე დღეს, თორემ სხვაგან ისხდებოდნენ მე რომ ხელისუფლება ვიყო. იმიტომ, რომ ეს ის ხალხია, რომელიც აყალბებდა არჩევნებს, კონსტიტუცია მოარგეს სააკაშვილს, არაფერი შეცვალეს ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“,-განაცხადა ინაშვილმა. ირმა ინაშვილმა ასევე საკუთარი აზრი დააფიქსირა კონსტიტუციის პროექტში ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით დამატებების შესახებ: „როცა ამბობთ, რომ კონსტიტუციის ერთ-ერთ თავში შეიტანეთ ჩვენი მისწრაფებების შესახებ დაფიქსირებული სულისკვეთება, რომ ვილტვით ევროატლანტიკური სივრცისკენ. რა თქმა უნდა, სხვა სივრცე არის საითაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას ილტვოდეს? ჩვენი სწრაფვა არის ევროპისკენ და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ მე ვერ წავიკითხე, რომ თქვენ თქვენს კონსტიტუციურ ორგანოებს ამ კონსტიტუციით ავალებთ, აღადგინონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დაიცვას ქვეყნის ტერიტორიები. ხვალ რომ ევროკავშირის და ნატო-ს რეორგანიზაცია მოხდეს, ამ კონსტიტუციას კიდევ ვცლით? იმედია ამ ქვეყანაში ოპოზიციას არ დასჭირდება რევოლუციები, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს, რევოლუცია არავის უნდა, ჩვენ გვინდა პროგრესი და განვითარება“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)