2017-05-06 16:02:26, 2810 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
გაზის გაჟონვა ინდოეთის დედაქალაქში - 200 სკოლის მოსწავლე ჰოსპიტალიზებულია
ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, დელიში გაზის გაჟონვის გამო, სულ მცირე 200 მოსწავლე გოგონა ჰოსპიტალიზებულია. BBC-ს ცნობით, გაზმა საკონტეინერო საწყობიდან გაჟონა.
მოსწავლეები თვალებისა და ყელის გაღიზიანებას უჩივიან.
მედიასაშუალების ცნობით, გაზი ქლორომეთილ პირადინს შეიცავს, ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც პესტიციდების წარმოებისთვის გამოიყენება.
ამჟამად მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან