06:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 15:27:11, 498 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპატამენტის თანამშრომელს, პოლიციის კაპიტან ლევან გილიგაშვილს შეხვდა და ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება პირადად მიულოცა.

მინისტრმა ჩემპიონ პოლიციელს საჩუქრად ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ლევან გილიგაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პელსენში გამართულ ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატზე ლევან გილიგაშვილი 83 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან პირველი ადგილი აიღო და 7 კილოგრამით გააუმჯობესა მანამდე ამ წონით კატეგორიაში, რუსი სპორტსმენის მიერ დამყარებული რეკორდი. მისი სარეკორდო მაჩვენებელი 190კილოგრამია. ლევან გილიგაშვილი სპორტის საერთაშორისო ოსტატია, მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტულები: იგი მსოფლიოს ჩემპიონი,მსოფლიო თასის მფლობელი და საქართველოს 12 გზის ჩემპიონია. 2012 წლის შედეგებით კი მან არაოლიმპიურ სპორტულ სახეობებში საქართველოს ათ საუკეთესო სპორტსმენს შორის მეოთხე ადგილი მოიპოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics