|
2017-05-05 14:58:09, 906 ნახვა
რეგიონი
კახეთში ფერმერებს ვენახის მოვლისა და მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე მიაწოდეს ინფორმაცია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონის 22 სოფელში ფერმერებს ვენახის მოვლის, მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, დაზიანების ფორმებსა და სიმპტომებზე მიაწოდეს ინფორმაცია. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ შემდეგ საკითხებზე: მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით - ერთწლოვანი და მარცვლოვანი კულტურების დაავადებები და მასთან ბრძოლის მეთოდები, აგროდაზღვევა და მარცვლოვანი კულტურების მეთესლეობა; მეცხოველების მიმართულებით - რეგიონში ვეტერინარიასთან დაკავშირებული საკითები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; მეფუტკრეობის მიმართულებით - მოვლა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები. მობილური ექსტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაისში შიდა ქართლის რეგიონის 16 სოფელში ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერი გადაამზადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)