2017-05-05 09:10:47, 2028 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4399 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4399 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4416 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 ევრო დღეს, 2.6671 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.6635 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან