|
2017-05-04 16:43:11, 2173 ნახვა
ეკონომიკა
ზაფხულიდან თბილისი–სოჭი და ბათუმი–თელავივის მიმართულებით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლები დაიწყება
მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" თბილისიდან - სოჭის და ბათუმიდან - თელ-ავივის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ავიაკომპანია ასევე განაახლებს რეგულარულ ოპერირებას თბილისსა და თეირანს შორის და ადგილობრივ რეისებს თბილისსა და ბათუმს შორის. ავიაკომპანიის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით, ფრენები შემდეგი სიხშირით განხორციელდება: თბილისი-სოჭი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება; თბილისი-თეირანი-თბილისის მიმართულებით ავიარეისები 9 მაისიდან - 5 ივნისამდე კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი), 5 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი 4 სიხშირით (სამშაბათი დღეში 2-ჯერ, პარასკევი, შაბათი) განხორციელდება; ბათუმი-თელ ავივი-ბათუმის რეგულარული ფრენები - 4 მაისიდან 15 ოქტომბრამდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება; რაც შეეხება ადგილობრივ რეგულარულ რეისებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, "Georgian Airways" თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზაფხულის სეზონის ბოლომდე ეტაპობრივად გაზრდის. ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანიამ ორი რეისი უკვე განახორციელა. რეგულარული რეისები Boeing B737 და CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ თბილისი-სოჭი-თბილისი წარმოადგენს ახალ მიმართულებას "Georgian Airways"-ისთვის, ხოლო ბათუმსა და თელ-ავივს შორის ავიაკომპანია აქამდე მხოლოდ ჩარტერულ ფრენებს ახორციელებდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვები 3 მაისს მიენიჭა.
(NS)
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)