|
2015-04-10 18:12:04, 433 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
საქართველოს 14 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი ეწვევიან. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრები შეხვედრას გამართავენ ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან რის შემდეგაც გაიმართება ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გაერთიანებული პრესკონფერენცია. დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის - „თბილისის კონფერენციის" დაფუძნების შესახებ. აღნიშნული გულისხმობს პოლონეთის მხარდაჭერას და მისი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. აღსანიშნავია, რომ სამმხრივ ფორმატში ეს სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველი ერთობლივი ვიზიტია საქართველოში. „საქართველო სამი ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს განიხილავს, როგორც პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოხატულებას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)