03:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 18:01:46, 2257 ნახვა

ეკონომიკა
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას უკვე 23-ე ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმროს გაფართოებას შეძლებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მხარდაჭერით შპს „ელგი“ შეძლებს გააფართოვოს სასტუმრო სახელწოდებით „ალაზნის ველი“ - 31 ნომრიან სასტუმროს  კიდევ  20 ოთახი დაემატება. 

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ გაფართოების შემდგომ, სასტუმროში დამატებით გაიხსნება საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული მარანი ქვევრის ღვინით  და სადეგუსტაციო დარბაზი.  

შპს „ელგი“  სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში  აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 800 000 ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმრო, რომლის გახსნა  2018 წლის ბოლოს  იგეგმება, პირველ ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს.   

სასტუმროს მშენებლობა    თელავში, ალაზნის გამზირზე, #75-ში მიმდინარეობს. 
მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა  ხელს შეუწყობს  ტურიზმის სფეროს განვითარებას, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს და მომხმარებლებისთვის კეთილმოწყობილ გარემოს შექმნის. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics