2017-05-03 10:17:35, 2303 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი დღეს რეჯეპ ტაიფ ერდოღანს შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიფ ერდოღანს შეხვდება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სოჭში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები რუსულ-თურქულ ურთიერთობებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, საერთაშორისო საკითხებსა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელებენ.
გარდა ამისა, მხარეები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის თურქეთის ტერიტორიაზე სავარაუდო განთავსების საკითხსაც განიხილავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან