2017-05-03 09:03:03, 2138 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4416 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.4416 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4411 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.6650 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.6606 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან