2017-05-02 16:33:34, 2474 ნახვა
მსოფლიო
ISIS ერაყელი ლტოლვილების კოლონას თავს დაესხა - დაიღუპა 25 ადამიანი
სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ერაყელი ლტოლვილების კოლონას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Iraqinews იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიდევ 100 ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
როგორც მედია წერს, ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად უმრავლესობა ქალები და ბავშვები დაიღუპნენ. რადიკალმა ისლამისტებმა სხვადასხვა სახის შეიარაღება გამოიყენეს. თავდასხმის შემდეგ ჯიჰადისტებმა ცოცხლად გადარჩენილი ადამიანები მძევლად აიყვანეს.
ბოევიკებმა ასევე ავტომობილები გაიტაცეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან