16:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 14:08:17, 2311 ნახვა

მსოფლიო
ფხენიანი: სამხედრო წვრთნებში აშშ-ის ბომბდამშენების მონაწილეობა ბირთვული ომის რისკებს ზრდის

ფხენიანი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებში აშშ-ის ბომბდამშენების მონაწილეობა ბირთვული ომის რისკებს ზრდის, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში აშშ-ის B-1B Lancer-ის ტიპის ბომბდამშენები მონაწილეობენ. 

ფხენიანში ამბობენ, რომ ამერიკულ თვითმფრინავებს ბირთვული ბომბების გადატანა და მსხვილი ობიექტების დაბომბვა შეუძლიათ, მაშინ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრევენციული დარტყმების შესაძლებლობაზე საუბრობს.

პარალელურად მედიის ცნობით, სამხრეთ კორეაში “ტაადის” ტიპის ამერიკული თავდაცვითი სისტემის განთავსების პროცესი დასრულდა და საჭიროების შემთხვევაში ჩრდილო კორეის რაკეტების განეიტრალება შეუძლია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics