|
2017-04-30 17:34:17, 914 ნახვა
სამხედრო
IV მექანიზებულ ბრიგადაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალის გახსნით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გმირთა მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. მათივე ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი გმირობის მაგალითები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალის გახსნას გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრი გმირი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა. ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალის აშენების ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით. მასზე დატანილია აფხაზეთში, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული იმ სამხედრო მოსამსახურეებისსახელები და გვარები, რომლებიც ამავე ბრიგადაში მსახურობდნენ. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)