|
2017-04-30 13:16:33, 725 ნახვა
სამხედრო
იზორია ქართველ მშვიდობისმყოფელებს: თუ დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟის მქონეა, ეს თქვენი დამსახურებაა
„თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ. თუ დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟის და დამსახურების მქონე ქვეყანაა - ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა“,-ასე მიულოცა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი მშვიდობისმყოფელები ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესშიც გადამწყვეტი ძალაა. „ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესშიც თქვენ გადამწვეტი ძალა ხართ. ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე თქვენს დამსახურებას, პროფესიონალიზმს, სიმამაცეს აღნიშნავენ. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ“,-აღნიშნა იზორიამ. ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართველ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისთავი, ტელეხიდის საშუალებით, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან, მინისტრთან ერთად, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა. მან სამშობლოდან შორს მყოფ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ტელეხიდით ჩართვისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო მისიებში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედნაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი საერთშორისო ოპერაციაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მონაწილეობას. ქაბულში კი, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულია დისლოცირებული და მის მთავარ ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებული. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი და სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს, რომლის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა. (NS)
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)