14:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 10:18:56, 3127 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის 100 დღე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და შეუსრულებელი მუქარები

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის მეთაურის პოსტს უკვე 100 დღის განმავლობაში იკავებს. ეს რა თქმა უნდა არასერიოზული ვადაა, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ ანალიტიკოსებმა და ექსპერტებმა მისი მმართველობის შეფასება შეძლონ.

ტრამპის პირველი 100 დღის მმართველობას მოსაწყენად  და წყნარად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. მისი ზოგიერთი წინაასაარჩევნო დაპირება ჯერაც არ შესრულებულა, თუმცა შესრულდა ისეთი განკარგულებები, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებების სიაში არც იყო.  

"ექსპრესნიუსი" გთავაზობთ დონალდ ტრამპის 100-დღიანი მმართველობის ქრონოლოგიას:

მექსიკის კედელი - რესპუბლიკელის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი დაპირება აშშ-სა და მექსიკას შორის არსებულ საზღვარზე კედლის აშენება იყო. ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მაშინ, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ კედელი აუცილებლად აშენდება და მის საფასურს თვითონ მექსიკა გადაიხდის. ტრამპი განმარტავდა, რომ მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადებს გაზრდიდა და შემოსული თანხით მშენებლობას დაიწყებდა. თუმცა ეს იყო მაშინ, ახლა კი, დონალდ ტრამპი სხვა პოლიტიკური რეალობის წინაშე დგას. რამდენიმე კვირის წინ, მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მექსიკა კედლის აშენების საფასურის გადახდას მოგვიანებით შეუდგება, იმისთვის, რომ საქმე არ გაჭიანურდეს. საბოლოო ჯამში, ამერიკამ რამდენიმე მილიარდი დოლარი უნდა დახარჯოს, თუმცა კითხვა იმაშია, დათანხმდება თუ არა სენატი ზედმეტი ხარჯების გაწევას. ამ ვითარებაში წინასაარჩევნო დაპირება - ჯერ არ შესრულებულა.

ჯანდაცვის რეფორმის - Obamacare-ის გაუქმება - წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ პირველ რიგში დემოკრატების მიერ მხარდაჭერილ და არსებულ ჯანდაცვის რეფორმას, Obamacare-ს გააუქმებდა, თუმცა როგორც ჩანს ეს არც თუ ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. რესპუბლიკელებმა Obamacare-ის ალტერნატიული ვარიანტის შემოთავაზება სცადეს, თუმცა მაშინ შემოთავაზებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მას შემდეგ მმართველმა პარტიამ რამდენჯერმე სცადა ახალი კანონპროექტის განხილვა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო, საკითხმა თეორიული ხასიათი მიიღო. ეს არის კიდევ ერთი დანაპირები, რომელიც 100 დღის განმავლობაში ვერ შესრულდა.

იმიგრაცია - ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, რესპუბლიკელ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლტოლვილების მიღების შესაბამისი პროგრამის გაუქმება სურდა, თუმცა მრავალი ცდის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ მას ამის შესაძლებლობა არ მისცა. რაში მდგომარეობს ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის განკარგულება - შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში ეკრძალებოდათ. ამ განკარგულებამ ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით ეკრძალებოდათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო დავები, რომელთა უმრავლესობაც დონალდ ტრამპმა წააგო. მიუხედავად ამისა, მმართველობის პირველ თვენახევარში იმიგრანტების დაკავების ფაქტები მესამედით გაიზარდა, ქვეყანაში მიგრანტების შემოდინებამ კი, იკლო. შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეების "ბრძოლის" მიუხედავად, რესპუბლიკელმა კანდიდატმა იმიგრაციის კონტროლი მაინც საკუთარ ხელში აიღო და წინასაარჩევნო დანაპირები შეასრულა.

რა გაკეთდა - ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრანსატლანტიკური პარტნიორობიდან აშშ-ის ოფიციალურად გასვლას მოაწერა ხელი. შეცვალა დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ და განაცხადა, რომ ნატო მოძველებული ორგანიზაცია არ არის. ტრამპი-კანდიდატისგან ტრამპი-პრეზიდენტი განსხვავდება იმით, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ მეტი კრიტიკა ისმის, დაწესებული სანქციები "არსად წასულან", ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობები კი, არაფრით გაუმჯობესებულა.

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე რესპუბლიკელმა კანდიდატმა 100-დღიანი გეგმა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კანონპროექტების განხილვა იყო შესული. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ პროექტების უმრავლესობამ კრახი განიცადა. ხშირ შემთხვევებში, წარმოდგენილი კანონპროექტები განხილვის და დიდი კრიტიკის საგნად არის ქცეული. ოპონენტები და ექსპერტები მათ, ხანდახან მოსმენის გარეშეც, "მიწასთან ასწორებენ".

გარდა ამისა, მოულოდნელი იყო ტრამპის გადაწყვეტილება სირიის სამხედრო ბაზაზე იერიშის მიტანასთან დაკავშირებით. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, არავინ ელოდა ამერიკისგან მკვეთრ ნაბიჯებს. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი მსგავს გადაწყვეტილებას არაეფექტურს უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, იმ პერიოდში მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მსგავსი იერიშის მიტანა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მაშინ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

"ნაპოლეონური გეგმების" ფონზე, დონალდ ტრამპი არ არის სტანდარტული პრეზიდენტი, შესაბამისად მისი განხილვა სტანდარტულ ჭრილში არც იქნება სწორი. მას არ ეშინია კრიტიკის, ისევე როგორც არ ზღუდავს საკუთარ თავს მსოფლიო ლიდერების გაკრიტიკებაში. მისი წინასაარჩევნო და პოსტ საპრეზიდენტო განცხადებები დღემდე დიდ რეზონანს იწვევს, როგორც საზოგადოებაში ასევე მედიაში.

რაც შეეხება მედიას - რესპუბლიკელი პრეზიდენტი მედიის მიმართ ყოველთვის კრიტიკით გამოირჩეოდა. პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, ის New York Times-ს და WASHINGTON POST-ს „შეთქმულების თეორიის“ გავრცელებაში ადანაშაულებდა. ამით კრიტიკა არ დასრულებულა. ტრამპმა, რამდენიმე ამერიკულ ტელეკომპანიას - NBC-ი, ABC-ი, CBS-ი და CNN-ის ხალხის მტრები უწოდა. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდებოდა, როდესაც რესპუბლიკელის ინაუგურაციიდან 1 თვეც კი არ იყო გასული. აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელება დააბრალა. პრეზიდენტმა ასევე მედიას უსაყვედურა, რომ ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დადებით შედეგებს არ აშუქებდნენ. მაშინ ტრამპმა თქვა: "მე ვრთავ ტელევიზორს, ვშლი გაზეთებს და ვხედავ, რომ ჩვენს მუშაობას აფასებენ, როგორც ქაოსს. სინამდვილეში კი, ყველაფერი პირიქითაა“. ქვეყნის მასშტაბით მედია დონალდ ტრამპს ბოიკოტს უცხადებდა. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მედიას ტრამპი "უყვარს".

ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, რომელიც ABC NEWS-მა ჩაატარა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგი 42% შეადგენს. მოსახლეობის 53%-ს ის არ მოსწონს. ამერიკის ისტორიაში ეს პოპულარობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომელიც პირველი ვადით არჩეულ პრეზიდენტს 100-დღიან ვადაში ჰქონია.

NBC-ის გამოკითხვა კიდევ უფრო დაბალ, 40%-იან რეიტინგს აჩვენებს. მსგავსი შედეგები მიიღო Gallup-მაც. განსხვავებული რეიტინგი, ცოტა ხნის წინ WASHINGTON POST-მა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 96% ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გაკეთებულ არჩევანს გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი ნანობს.

დღეს 100 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ასეთ დროს ამერიკის ორივე პარტია, როგორც წესი, მიღწეულს აფასებს და სამომავლო სტრატეგიას სახავს. ტრადიციას საფუძველი 1933 წელს, ე.წ. დიდი დეპრესიის ურთულეს პერიოდში, ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებებს ეტაპობრივად, თუმცა მაინც ასრულებს. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც ხმა რესპუბლიკელ კანდიდატს მისცა, საკუთარი არჩევანის სისწორეში ეჭვს არ შეიტანს. ერთგვარი "ქაოსი", რომელიც კაპიტოლიუმშია, იმის მანიშნებელი იქნება, რომ ყველაფერი გეგმის თანახმად ხორციელდება.

 

ბელა არუთინოვი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics