|
2017-04-28 20:54:52, 648 ნახვა
სამხედრო
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017“ დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ინფო 2017“ დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაწილეებს სწავლების დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირადად მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. „ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2017" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სწავლების ფარგლებში საინფორმაციო გარემოს შექმნისთვის წლევანდელ სწავლებაში პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვნენ. ერთკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპებისა და კოორდინაციის დახვეწა წარმოადგენდა. (NS)
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)