19:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 14:26:41, 740 ნახვა

სამხედრო
სამხედრო ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ. მათთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთში დისლოცირებულ ქვედანაყოფებში სტუმრობამდე, დიპლომატებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ, სამსახურების უფროსებთან ერთად, სარდლობის შტაბში უმასპინძლა. პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის ატაშეებს აღმოსავლეთ სარდლობის ისტორიის, სტრუქტურის, დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების ამოცანებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საუბარი ქვედანაყოფების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ მონაწილეობის საკითხებს შეეხო. დიპლომატებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.

აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების გაცნობა დიპლომატებმა I ქვეით ბრიგადაში სტუმრობით დაიწყეს. სამდღიანი ტურის ფარგლებში, ისინი I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებში, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და სხვა სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ბრიგადების ხელმძღვანელებმა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. სტუმრებმა სამხედრო ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დასრულებული, ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ტურის ფარგლებში სამხედრო ატაშეები IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017“-ის მიმდინარეობასაც გაეცნენ და უწყებათშორისი სწავლების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოისმინეს.

აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებში სტუმრობა საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა.

სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატებს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველწყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics