|
2017-04-27 21:05:57, 2414 ნახვა
მსოფლიო
აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოთ კორეის მიმართ სანქციებს ამკაცრებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალებსი ინფორმაციით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ითვალისწინებს, ერთ-ერთ მთავარ საკითხს ჩინეთის დარწმუნება წარმოადგენს, რომ ფხენიანზე ზეწოლა განახორციელოს. როგორც BBC წერს, განიხილება ასევე ჩრდილოეთ კორეის ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყანათა სიაში დაბრუნება. ახალი სტრატეგიის შემუშავების შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ამერიკელ სენატორებთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ რეალურ საფრთხეს გაესვა ხაზი, პრიორიტეტად კი საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას ჩინეთი პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)