14:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 19:46:48, 2552 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში პოლიციამ სავარაუდო ტერაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 ადამიანი

ლონდონის ცენტრში 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს, რომელსაც თან ცივი იარაღი ჰქონდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შემთხვევა პარლამენტის შენობასთან ახლოს, უათჰოლის კვარტალში მოხდა.

როგორც სკოტლანდ-იარდში აცხადებენ, რომ არსებობს ეჭვი, თითქოს მამაკაცს ტერაქტის მოწყობა უნდოდა.

თვითმხილველების თქმით, დაკავების ადგილას 2 დიდი დანა ნახეს.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის დაკავების დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რაიონში უსაფრთხოების ზომებია გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ლონდონში თავდამსხმელი ავტომობილით ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ამის შემდეგ მამაკაცმა ცივი იარაღით ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობას იცავდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და პარლამენტისკენ გაიქცა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი და თვითონ თავდამსხმელი, 40-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics