2017-04-27 16:47:19, 2278 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4751 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურისთ კი, მისი შეძენა 2.4773 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.6996 ლარი ეღირება, დღემდე მისი ღირებულება 2.6968 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან