|
2017-04-27 14:02:36, 1981 ნახვა
სამართალი
თალაკვაძე: საჭიროა პროკურატურამ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე პროკურატურამ მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა ჩართოს. თალაკვაძის თქმიტ, შესაძლოა ელისო კილაძის წინააღმდეგ პროვოკაცია მოეწყოს და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ გამოიყენონ. "შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ძალოვან უწყებებზე, მიმდინარეობს მათი დისკრედიტაციის მცდელობა. აქვე მინდა კომენტარი გავაკეთო ქალბატონი ელისო კილაძის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ამ საკითხს, მესმის მისი როგორც დედის წუხილები, მაგრამ ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ის ცდილობს შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და სოსო გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და ეს გამოიყენონ სუს-ის და გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საჭიროა პროკურატურამ განიხილოს ქალბატონი ელისოს დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 მარტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხარშილაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)