2017-04-27 12:25:17, 1902 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ევროსაბჭოს კომიტეტის სხდომა 2018 წლის ზაფხულში საქართველოში ჩატარდება
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 2018 წლის ზაფხულში საქართველოში გაიმართება, - ამის შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროსაბჭოს კომიტეტის წევრები საქართველოში ჩამოვლენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნობიან.
ცნობისთვის, აღნიშნული კომიტეტის სხდომა ტრადიციულად ორ ქალაქში - პარიზში ან სტრასბურგში ტარდება. ამასთან, წელიწადში ერთხელ რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს აქვთ შესაძლებლობა სხვა ქვეყანაში, გასვლითი სხდომა ჩაატარონ. დღევანდელ სხდომაზე კი საქართველოს დედაქალაქი დასახელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან