01:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 11:28:20, 2119 ნახვა

ეკონომიკა
„ბანკი რესპუბლიკისა“ და „თიბისი ბანკის“ გაერთიანება 6 მაისს დასრულდება

„თიბისი ბანკისა" და „ბანკი რესპუბლიკის" გაერთიანება 6 მაისს სრულდება, რის გამოც მიმდინარეობს „ბანკი რესპუბლიკის" ბარათების „თიბისი ბანკის" ბარათებით ჩანაცვლება.

6 მაისის შემდეგ უკვე მომხმარებელი „ბანკი რესპუბლიკის" ბარათების ნაცვლად „თიბისი ბანკის" ბარათების მოხმარებას განაგრძობს.

ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში," უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი „თიბისი ბანკში", რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის" ფილიალებიდან შეუძლიათ. ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის „ქოლცენტრს" ნომერზე - 2 27 27 27.

„ბანკი რესპუბლიკის" ბარათები „თიბისი ბანკის" იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, „ბანკი რესპუბლიკის" ყოფილი ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს „თიბისი ბანკში", რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის" ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს „თიბისი ბანკში".

ბარათების გადასაცვლელად რამდენიმე დღეა დარჩენილი. „თიბისი ბანკი" თხოვნით მიმართავს კლიენტებს, საკუთარი ბარათების ასაღებად ფილიალებს მაქსიმალურად დროულად მიმართონ.

დამატებითი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/q-a

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics