2017-04-27 10:37:37, 2142 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ირაკლი სესიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს მიმართავს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "ნაციონალური მოძროაბის" ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს მიმართავს.
სესიაშვილი განცხადების შეტანას პროკურატურაში 12:00 საათზე აპირებს.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან