|
2017-04-26 18:30:02, 1650 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „დიოს“ -ს არქიტექტორთა კლუბი ერთი წლის გახდა
27 აპრილს 17:00 სთ-ზე Hard Rock Café-ს ტერასაზე კომპანია ,,დიო’’ -ს არქიტექტორთა კლუბის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სადღესასწაულო საღამოს კლუბის წევრი არქიტექტორები, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები დაესწრნენ. კომპანია ‘’დიო’’-მ სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იტალიური პარტნიორი ფირმა ,,მოტურას’’ წამომადგენელი მოიწვია, რომელმაც ქართველ არქიტექტორებსა და სტუდენტებს მათი პროდუქცია, მუშაობის სპეციფიკა გააცნო და იტალიაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, ღონისძიებაზე საქართველოში განხორციელებული, გასული წლის პროექტების გამოფენა მოეწყო, რომლებიც კლუბის წევრმა არქიტექტორებმა კომპანია ,,დიოს’’-თან ერთად განახორციელეს. ღონისძიების ბოლოს საზეიმო ვითარებაში სამი გამორჩეული არქიტექტორი სერტიფიკატითა და კურორტ ,,ნუნისის’’ საგზურებით დაჯილდოვდა. ,,კლუბის შექმნის მიზანს კომპანია „დიო“-ს ირგვლივ ყველა წამყვანი და აქტიური არქიტექტორის გაერთიანება წარმოადგენს, რათა შევძლოთ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პირველებს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების შესახებ, მოვისმინოთ მათგან რჩევები და ერთად ვიმუშაოთ საინტერესო პროექტებზე.’’ - განაცხადა ,,დიოს’’ გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა. კომპანია ,,დიო’’-ს არქიტექტორთა კლუბში 80-მდე არიქტექტორია გაერთიანებული და სამომავლოდ ნებისმიერ არქიტექტორს შეეძლება, ვინც განაცხადის ფორმას შეავსებს. აქტიური კლუბის წევრებს აქვთ შესაძლებლობა: მიიღონ მონაწილეობა ,,დიო’’-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში; „დიოს“ პარტნიორ კომპანიებს ესტუმრონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში; დაესწრონ სპეციალურად მოწვეული მსოფლიო დონის არქიტექტორების მიერ ჩატარებულ შეხვედრებს. (NS)
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)