14:37 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 17:48:08, 963 ნახვა

რეგიონი
გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

აჭარაში გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეების შერჩევა დაიწყო.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,  აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტოში ტრენინგის მონაწილეობის მსურველებს  28 აპრილის ჩათვლით შეარჩევენ.

მათივე ინფორმაციით, გასაუბრებაზე ყურადღება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე, ენის ცოდნასა და მოტივაციაზე მახვილდება.

გიდების გადამზადების პროგრამაში ჩართვის მსურველებს 28 აპრილამდე შეუძლიათ გაირონ გასაუბრება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

მაისიდან, შერჩეული 60  მოქმედი და დამწყები გიდი  მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით  გაივლიან ტრენინგებს.

მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია, ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი , მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა - ხიხანის მარშრუტი, ხულო, გოდერძი - მწვანე ტბის მარშრუტი, დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება

( სახალვაშო- შუამთა )

ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა.

ის თეორიულ და პრაქტიკულ სალექციო პროგრამას მოიცავს,  რომელიც როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ასევე, უშუალოდ ტურისტულ მარშრუტებზე ჩატარდება. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ.

(NS)

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics