01:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 17:19:45, 2241 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკა: შედეგები, გამოწვევები, შესაძლებლობები-ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების ხედვა გააცნო და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმის აუცილებლობა, სავაჭრო ხელშეკრულებები და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი სხვა ინსტრუმენტები. 

შეხვედრაზე იმ ალტერნატიულ სტრატეგიაზე ისაუბრეს, რომელიც გამოიყენოს საქართველომ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში შეიძლება გამოიყენოს.

შეხვედრაში ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვახტანგ ლეჟავა, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი, ერიკ ლივნი და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის ლიდერი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევიევ  ბუარო მონაწილეობდნენ.

საქართველოს ბიზნესასოციაცია ამ პროექტის ფარგლებში პერიოდულად ჩაატარებს შეხვედრებს სტუდენტებთან და შეეცდება, შექმნა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სასარგებლო პლატფორმა. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics