|
2017-04-26 12:23:46, 1513 ნახვა
საზოგადოება
”თიბისი გალერეაში” ზურაბ არაბიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თიბისი გალერეაში თანამედროვე არტისტის, ზურაბ არაბიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტი, რომელიც ჟურნალ „ამარტასთან" ერთად მომზადდა, ზურაბ არაბიძის ნამუშევრების ერთ-ერთი სერიის, F63.9-ის სამოსზე გადატანას გულისხმობს. F63.9 არის სიყვარულის თემაზე შექმნილი პროექტი, თითოეულ ნამუშევარზე ერთი და იგივე ფრაზა მანტრას პრინციპით მეორდება და მიზნად ისახავს ადამიანების დამუხტვას მხოლოდ დადებითი ემოციებით. ეს ფრაზებია: „მე შენ მიყვარხარ" „ჩამეხუტე" „მე ყველაზე ლამაზი ვარ" „ჩემში სიყვარულია" „მოდი ჩემთან, შენთან მინდა" „სიყვარული არის, სიყვარული მოვა" ჟურნალ „ამარტასთვის" ამ თემაზე შექმნილი ტანსაცმლის კოლექციის ფოტოსესია გაიმართა. სამოსის თითოეული მოდელის მთლიანი ქსოვილი დაპრინტულია ერთი რომელიმე ფრაზით, ტანსაცმელი მარტივი გეომეტრიული ფიგურებითაა შექმნილი. კოლექციისთვის ფოტოსესია სარკის ოთახში მოეწყო, ოთხივე მხრიდან დამონტაჟებული სარკე ობიექტის ანარეკლს უსასრულოს ხდის, რითაც ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება. ტანსაცმლის კოლექცია ეკუთვნის ახალ ბრენდს „404", რომელიც ზურაბ არაბიძემ დაარსა. ზურაბ არაბიძემ ქართული შრიფტის პოპულარიცაზია 2015 წელს ბათუმში გამართულ Grafikart Festival - ზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მან მოხატა კედელი მხოლოდ ერთი ფრაზით „მე შენ მიყვარხარ". მსგავსი პროექტი ქუთაისშიც განხორციელდა. ზურაბ არაბიძის პროექტი F63.9 2016 წლის აპრილში გამოფენილი იყო დ.შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში. პროექტიდან ორი ნამუშევარი მოხვდა კრებულში „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა". სამოსზე გადატანილი ქართული ფრაზებით, ახალგაზრდა ხელოვანი ეხმაურება პროექტს #წერექართულად, ახლა უკვე ქართული ანბანის პოპულარიზაციას მოდის სფეროც უერთდება. (NS)
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)