|
2017-04-26 11:09:03, 1514 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გერმანიის მნიშვნელოვან როლს და წვლილს ქვეყნის განვითარების პროცესში. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო წლების განმალობაში გერმანიის მიერ განხორციელებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებები და აღნიშნა, რომ გერმანია დღეს საქართველოს მეორე დონორი სახელმწიფოა. შეხედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას განათლების სფეროში, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიების გაცემის რაოდენობის მხრივ. შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ დიასპორულ ორგანიზაციებს გააცნო დიასპორასთან უერთიერთობის სტრატეგია, რომლის დევიზია „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა". მინისტრის განცხადებით სტრატეგია პირველად შემუშავდა და დოკუმენტი ორიენტირებულია პრაქტიკულ და კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორის აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში, დაეხმარება დიასპორას ადგილსამყოფელ ქვეყნებში საკუთარი ყოფისა და მდგომარეობის გაძლიერებაში და ხელს შეიწყობს დიასპორის აქტიურ მონაწილეობას საზღვარგარეთ საქართველოს და მისი შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან, ექსპერტულ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თავად დიასპორის წარმომადგენლებთან, რათა დოკუმენტში მაქსიმალურად იქნას ასახული დიასპორის საჭიროებები და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული დიასპორის გაძლიერების გზები. შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)