06:05 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 10:31:09, 2275 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს უწყების 10 წლის იუბილე მიულოცა

განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მივესალმო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით, მსურს ხმა მივაწვდინო შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახლა, ამ წუთებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს იცავენ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული სამსახურის 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის როლი ქვეყნის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. კერძოდ საუბარია ეკონომიკური და ღია მმართველობის რეფორმების მიმართულებით შემოსავლების სამსახურის ჩართულობაზე. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო-ფისკალური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ბიზნესის მხრიდან მეტი ინვესტიციების განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

„მოგების გადასახადის წარმატებული რეფორმა მეტწილად დამოკიდებულია მის იმპლემენტაციაზე. ამდენად, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ შემოსავლების სამსახურმა ბევრი შეხვედრა გამართა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვეღო 50,000-ზე მეტი დეკლარაცია", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, სამომავლოდ იგეგმება ბიზნესისადმი მეგობრული არაერთი კანონის მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს საქმიანი გარემოს გაუმჯობესებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics